შინაარსზე გადასვლა

ტყის სიმღერა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის სიმღერა
ავტორი ლესია უკრაინკა
პერსონაჟები
  • მავკა
  • ლუკაში
პრემიერა 1912
ენა უკრაინული
ჟანრი ზღაპარი

ტყის სიმღერა - არის ლესია უკრაინკას პოეტური სამ მოქმედებიანი პიესა. პიესა დაიწერა 1911 წელს ქალაქ ქუთაისში და პირველად დაიდგა 1918 წლის 22 ნოემბერს კიევის დრამატულ თეატრში. ნაწარმოები არის ფანტაზიის ერთ-ერთი პირველი პროტოტიპი უკრაინულ ლიტერატურაში.[1]

ლუკაშის და მავკას გამოსახულება მონეტაზე

პიესა დაიწერა 1911 წლის ზაფხულში ქუთაისში. მისი შესწორება და რედაქტირება ოქტომბრამდე გაგრძელდა. 1911 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ლესია უკრაინკამ მის დას გაუგზავნა, ის ყვება პიესის აღწერს პროცესს:

"მე პიესა ვწერდი 10–12 დღის განმავლობაში, თუმცა თვითონ წერის პროცესი გამანადგურებელი იყო. მე არ შემეძლო წერა. შემდეგ დავიწყე მისი გადაწერა თავიდან, ვერ წარმოვიდგენდი გადაწერას უფრო დიდ დროს თუ მოვანდომებდი ვიდრე ორიგინალის დაწერას - უბრალოდ გუშინ დავამთავრე ეს ტანჯვა და ახლა კისერი და მხრები ისე მტკივა, გეგონება ტომრები ვატარე”.

1912 წლის 2 იანვრით დათარიღებულ წერილში ლესია უკრაინკამ აღნიშნა, თუ რამ შთააგონა მას პიესის დაწერა:

"ისე ჩანს, თითქოს ახლახან იყო ჩვენი ტყეები და მათი მონატრება მომიძლავრდა. მე ყოველთვის მახსოვდა ის მავკა ჩემს გონებაში, მას შემდეგ რაც თქვენ მომიყევით ამის შესახებ, როდესაც ჩვენ პატარა ტყეში ვიყავით. შემდეგ კოლოდიაჟნეში, მთვარიან ღამეს, ტყეში მარტო გავვარდი (შენ ეს არ იცოდი) და იქ ველოდი მავკას გამოჩენას. მე წარმოვიდგენდი მას მთელი ღამის განმავლობაში. მე აქამდეც უნდა დამეწერა ამის შესახებ, როგორც ჩანს ახლა დადგა "შესაფერისი დრო" - მე თვითონ არ მესმის რატომ.

ორიგინალის მრავალრიცხოვანი ცვლილებები და დამატებები აჩვენებს ლესია უკრაინკას მძიმე და დაჟინებულ მუშაობას. ავტოგრაფი შედგება რამდენიმე ტექსტური შრისგან და ასახავს მისი შექმნის სხვადასხვა ეტაპებს - დასაწყისიდან ბოლომდე. პირველი აქტის მონახაზი ყველაზე საინტერესოა. ზოგჯერ ის ჰგავს დეტალურ გეგმას, რომელიც მოიცავს თითოეული სცენის შინაარსს და აერთიანებს პოეტურ ტექსტს პროზასთან, მწერლის ფანტაზიის მუშაობის დემონსტრირებით.

ძველი ტყე ვოლინში, ველური და იდუმალი ადგილი. გაზაფხულის დასაწყისი. კაცი გარბის ტყიდან, რომელიც ესაუბრება დაკარგულ ჩვილებს და რუსალკას, რომლებიც მას სიყვარულს ახსენებენ, უსაყვედურებენ მას ღალატის გამო. უოტერ გობლინი კი ედავება რუსალკას.

ბიძია ლევი და მისი ძმისშვილი ლუკაში აპირებენ სახლის აშენებას. ლევი მოხუცი კაცია. ლუკაში კი ახალგაზრდა ყმაწვილი. მოხუცი ბიჭს ეუბნება, რომ ფრთხილად უნდა მოეკიდოს ტყის ბინადრებს. ტყის ელფი ეუბნება რუსალკას, რომ ლევი მათ არ აწუხებთ. ლუკაში ლერწმისგან ამზადებს ფლეიტას, მავკა მის მოისმენს მის მელოდიას. ტყის ელფმა გოგონა გააფრთხილა, რომ ხალხს ერიდოს, რადგან ისინი მხოლოდ ცუდს აკეთებენ. როდესაც ლუკაში დააპირებს არყის ხის მოჭრას დანით, მავკა გააჩერებს მას და სთხოვს, რომ არ დააზიანოს ის. ლუკაშს უკვირს, რომ ტყეში ასეთი უჩვეულო და ლამაზი ახალგაზრდა ქალბატონი შეხვდა და ეკითხება ვინაობას. გოგონა პასუხობს რომ მას მავკა ჰქვია და ტყის სულია. ლუკაშს გოგონა მოეწონება. ბიჭი ეუბნება მავკას, რომ მისი ოჯახი ტყეში სახლის აშენებას აპირებენ. მავკას და ლუკაშს ერთმანეთი უყვარდებათ.

ზაფხულის ბოლოს, მათ ააშენეს სახლი და გაშენეს ბაღი. ლუკაშის დედა მას საყვედურობს იმის გამო, რომ დროს კარგავს ფლეიტაზე დაკვრით. იგი მავკას უყვირის და მას გამოუსადეგარს და ჭირვეულს უწოდებს. იგი უსაყვედურებს მას ტანსაცმლის გამო. ლუკაშმა მავკას განუმარტა, რომ მის დედას სჭირდება რძალი, რომელიც მინდვრებში და სახლში იმუშავებდა. შემდეგ ქვრივი კილინა მოდის სახლში. იგი მავკას გამოართმევს ნამგალს და დაიწყებს მოსავლის აღებას. ლუკაში და კილინა სოფელში წავლენ. მავკა იტანჯება და მერმე ამშვიდებს მას, მაგრამ აფრთხილებს სიყვარულზე, რომელსაც შეუძლია თავისუფალი სული დაუნგრიოს. მავკა კვლავ დააპირებს გახდეს ტყის სული. ლუკაში უხეშად ექცევა მავკას.

მავკა თავს იკლავს ლუკაშის სახლთან, შემდეგ კი მშრალ ტირიფად გადაიქცევა. ლუკაშმა სული მისცა მავკას, მისი სიყვარული ახლა მარადიულია. მავკას ბოლო მონოლოგი, სადაც ის ლუკაშს მიმართავს, აქტის კულმინაციაა. ლუკაში მივარდება მავკასთან. მაგრამ მავკა გაქრება. თოვს, ლუკაში კი იყინება სახეზე ღიმილით.

"ტყის სიმღერა" - უკრაინელი კომპოზიტორის მიხაილო სკორულსკის ბალეტი. შექმნილია 1936 წელს. იგი პირველად დაიდგა 1946 წელს კიევში.

"ტყის სიმღერა" - უკრაინელი კომპოზიტორის ვიტალი კირეიკოს ოპერა (1957). პრემიერები ლვოვში და კიევის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში.

"ტყის სიმღერა" - კომპოზიტორ ჰერმან ჟუკოვსკის ბალეტი (მ. გაბოვიჩის ლიბრეტო, რეჟ. ო. ტარასოვი და ო. ლაპაური) სსრკ დიდ თეატრში -1961 წ.

"ტყის სიმღერა" - უკრაინელი კომპოზიტორის მიროსლავ ვოლინსკის ოპერა. პრემიერა კამიანეც-პოდილსკში ოპერის მინიატურულ ფესტივალზე.[2]

"ტყის სიმღერა" - ამერიკული ვიდეო თამაში.

”ტყის სიმღერა” - სპექტაკლი პერსივალ კანდის მიერ შესრულებული დრამის თარგმნის საფუძველზე, შესრულებული სტუდენტური თეატრის გამოყენებითი ენათმეცნიერების დეპარტამენტის ლესია უკრაინკას ვოლინის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ.[3]

წელი სათაური რეჟისორი მავკა ლუკაში კინოსტუდია შენიშვნები
1961 " ტყის სიმღერა " ვიქტორ ივჩენკო რეიისა ნედაშკივსკა ვლადიმერ სიდორჩუკი დოვჟენკოს კინოსტუდიები
1976 "ტყის სიმღერა" ალა გრაჩოვა კიევნაუჩფილმი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი რუსულ ენაზე
1980 "ტყის სიმღერა. მავკა" იური ილიენკო ლუდმილა იეფიმენკო ვიქტორ კრემლი დოვჟენკოს კინოსტუდიები
2022 "მავკა. ტყის სიმღერა"[4] ალექსანდრა რუბანი «ანიმაგრადი»[5] ანიმაციური ფილმი (დაგეგმილია)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყის_სიმღერა“-დან